ბარსელონამ დღევანდელ მატჩზე 23-კაციანი განაცხადი დაასახელა - ახალწვეულები დებიუტისთვის ემზადებიან

13 აგვ 2022, 14:27
ბარსელონამ დღევანდელ მატჩზე 23-კაციანი განაცხადი დაასახელა - ახალწვეულები დებიუტისთვის ემზადებიან

„ბარსელონამ“ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩზე განაცხადი დაასახელა.

„რაიო ვალეკანოსთან“ დღევანდელი შეხვედრის განაცხადში 23 ფეხბურთელი მოხვდა, მათ შორის ახალწვეულები: რობერტ ლევანდოვსკი, ფრანკ კესიე, რაფინია და ანდრეას კრისტენსენი.

„ბარსელონას“ განაცხადი:

ტერ შტეგენი, პიკე, არაუხო, ბუსკეტსი, დემბელე, პედრი, ლევანდოვსკი, ფატი, ტორესი , დეპაი, კრისტენსენი, პიანიჩი, ობამეიანგი, ალბა, კესიე, სერხი რობერტო, დე იონგი, რაფინია, ერიკ გარსია, პენია, ბალდე, გავი, არნაუ.

მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე „კამპ ნოუზე“ დაიწყება.