კილიან მბაპემ ოქროს ბურთის 3 მთავარი კანდიდატი დაასახელა და თავისი თავიც შეიყვანა

13 აგვ 2022, 13:26
კილიან მბაპემ ოქროს ბურთის 3 მთავარი კანდიდატი დაასახელა და თავისი თავიც შეიყვანა

„პსჟ-ს“ ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ოქროს ბურთის სამი მთავარი ფავორიტი დაასახელა.

„ვფიქრობ, კარიმ ბენზემამ ოქროს ბურთი დაიმსახურა. ის 34 წლისაა, მაგრამ უმაღლეს დონეზე ახერხებს თამაშს.

მან უამრავი უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაც შეძლო. მე რომ კარიმი ვიყო და ასეთი სეზონის შემდეგ ოქროს ბურთი არ მომეგო, ამ ჯილდოზე ფიქრს სამუდამოდ დავანებებდი თავს.

ოქროს ბურთის ტოპ-3 ნომინანტში ვის შევიყვანდი? ჩემი სამეული ასე გამოიყურება: ბენზემა, მე და მანე.“ - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.

ოქროს ბურთის გამარჯვებული 2022 წლის 17 ოქრომბერს გამივლინდება.