მბაპე: "ყველამ იცის, რომ რეალი ოქროს ბურთების მანქანაა, მაგრამ მჯერა, რომ ამ ჯილდოს მოგება პარიზშიც შემიძლია"

13 აგვ 2022, 13:03
მბაპე: "ყველამ იცის, რომ რეალი ოქროს ბურთების მანქანაა, მაგრამ მჯერა, რომ ამ ჯილდოს მოგება პარიზშიც შემიძლია"

„პსჟ-ს“ ვარსკვლავმა კილიან მბაპემ ისაუბრა, თუ რას ფიქრობს ოქროს ბურთზე.

„საკუთარ მომავალზე ფიქრისას, მიფიქრია თუ არა ოქროს ბურთის მოგების შანსი სად უფრო მეტად მექნებოდა? რა თქმა უნდა. 

ყველამ იცის, რომ „რეალი“ - ოქროს ბურთის მანქანაა და ეს სიახლე არავისთვისაა, მაგრამ საბოლოოდ ამ ჯილდოს კლუბის სახელი არ იგებს. მე დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პრიზის მოგებას ერთ დღეს პარიზშიც შევძლებ.

ოქროს ბურთი - დიდი მსოფლიოს ბილეტია. ჩვენთვის ოქროს ბურთი პირველ რიგში მესი სდა რონალდუს ბრძოლაა. მეხსიერებაში თუ დავიწყებთ ქექვას შეიძლება რონალდინიოც გაგვახსენდეს, მაგრამ ამ ორმა ყველა დაჩრდილა თავისი დაპირისპირებით.

ყოველწელს ყველას უჩდნებოდა შეკითხვა, ამჯერად ვინ მოიგებდა ამ ჯილდოს, ეს დაუჯერებელი და საინტერესო საყურებელი იყო.“ - აღნიშნა ფრანგმა.