"ამის დახატვა მხოლოდ მე შემიძლია", - მოურინიომ ახალი ტატუ გაიკეთა და ფოტოც გამოაქვეყნა

17 ივლ 2022, 19:53
"ამის დახატვა მხოლოდ მე შემიძლია", - მოურინიომ ახალი ტატუ გაიკეთა და ფოტოც გამოაქვეყნა

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მის მიერ მოგებული ევროპული ტიტულების გამოსახულებიანი ტატუ გაიკეთა.

"ეს ჩემი ტატუა. რომაელთა სიხარულმა (კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ) მაიძულა ამის გაკეთება. მაშინ რაღაც განსაკუთრებული მოვიფიქრე, რაც პატივი იქნებოდა ყველა იმ კლუბისთვის, სადაც ევროთასები მოვიგე".

"ამავდროულად, უნიკალური ტატუ მინდოდა, ისეთი, როგორის გაკეთებაც მხოლოდ მე შემიძლია... ალბერტომ რამდენიმე შემომთავაზა, მე კი უბრალოდ რაღაც დეტალები შევცვალე. აი, ჩემი ტატუც", - წერს მოურინიო სოციალურ ქსელში.

პორტუგალიელმა მხოლოდ ტატუს შაბლონი გამოაქვეყნა და არ უჩვენებია, როგორ გამოიყურება მის მხარზე, სადაც 10 დღის წინ დაიხატა. თითოეულ ტიტულზე იმ კლუბების ფერადი წრეებია, რომლებთან ერთადაც გაიმარჯვა.

მოგეხსენებათ, ჟოზე ჩემპიონთა ლიგის ტიტულს "პორტუსთან" და "ინტერთან" ერთად, უეფა/ევროპა ლიგის ტიტულს "პორტუსთან" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" ერთად, ხოლო კონფერენს ლიგის ტიტულს "რომასთან" ერთად დაეუფლა.