ყველაფერი თავდაყირა დგება: მანჩესტერ იუნაიტედმა მამარდაშვილს დაურეკა - რა სიტუაციაა ვალენსიაში?

26 ივნ 2022, 13:11
ყველაფერი თავდაყირა დგება: მანჩესტერ იუნაიტედმა მამარდაშვილს დაურეკა - რა სიტუაციაა ვალენსიაში?

რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, რომ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდება.

გავლენიანი ესპანური გამოცემა AS კი იტყობინება, რომ წითელმა ეშმაკებმა მამარდაშვილს უკვე დაურეკეს და მოლაპარაკებები დაწყებულია.

თავის მხრივ, "ვალენსია" 21 წლის მეკარეს კონტრაქტს ჯერ ვერ უხაგრძლივებს, რათა ფინანსური ფეარ-პლეი არ დაარღვიოს და მოთამაშეების გაშვებას ელოდება.

შეთანხმებულია, რომ მამარდაშვილმა ღამურებმა კონტრაქტი 2027 წლამდე უნდა გააფორმოს და გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იყოს, თუმცა "მანჩესტერის" ინტერესმა შესაძლოა ყველაფერ თავდაყირა დააყენოს.