როდის შედგება კვარაცხელიას დებიუტი ნაპოლიში? - ზუსტი თარიღი ცნობილია

22 ივნ 2022, 15:33
როდის შედგება კვარაცხელიას დებიუტი ნაპოლიში? - ზუსტი თარიღი ცნობილია

როგორც რამდენიმე დღის წინ გაუწყეთ, ხვიჩა კვარაცხელიამ  "დინამო ბათუმი" დატოვა და მალე "ნაპოლის" შეუერთდება.

იტალიური მედიის ცნობით, ხვიჩა ნეაპოლში 1-ელ ივლისს ჩაფრინდება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბი მას ოფიციალურად წარადგენს.

14 და 17 ივლისს, "ნაპოლის" ამხანაგური მატჩები აქვს დაგეგმილი, ჯერჯერობით, მეტოქეები უცნობია.

ქართველი ფეხბურთელის დებიუტი "ნაპოლიში" სწორედ 14 ივლისს შედგება.