"ძალიან კარგი ფეხბურთელია და ზეწოლა არ უნდა მოხდეს", - იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

19 ივნ 2022, 21:48
"ძალიან კარგი ფეხბურთელია და ზეწოლა არ უნდა მოხდეს", - იტალიელი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო ბორდინი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლას ეხმაურება.

მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი იტალიურ გრანდთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

"კვარაცხელია ნამდვილი ტალანტი და ძალიან კარგი ფეხბურთელია, თუმცა მასზე ზეწოლა არ უნდა იყოს.

იტალიას ძლიერი ჩემპიონატი აქვს და რა თქმა უნდა, ადაპტაციისთვის დრო დასჭირდება. ნაპოლის ისეთი გულშემატკივრები ჰყავს, რომ ადაპტაციაში ნებისმიერ ფეხბურთელს ხელს უწყობენ", - განაცხადა ბორდინიმ.