მილანი თუ პსჟ — ვინ არის რენატუ სანჩეშის ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი?

19 ივნ 2022, 15:25
მილანი თუ პსჟ — ვინ არის რენატუ სანჩეშის ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტი?

"პარი სენ ჟერმენი" "ლილის" ნახევარმცველის, რენატუ სანჩეშის გადაბირებას ცდილობს, რომელიც "მილანის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.

პარიზელები 24 წლის პორტუგალიელში 20 მილიონ ევროს იხდიან, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 5 მილიონ ევროიან ხელფასს (+ ბონუსები) სთავაზობენ, წერს ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა.

გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-ს ვარიანტი ყველა თვალსაზრისით უფრო მიმზიდველია.

"მილანი" სანჩეშის სანაცვლოდ 15 მილიონს ჩამოდის, საიდანაც 5 მილიონი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული, თავად რენატუს კი 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონში 3,5-მილიონიან ანაზღაურებას (+ 1 მლნ ბონუსების სახით) ჰპირდება.

გასულ სეზონში "ლილის" ერთ-ერთმა ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.