ბიელსა ახალ გუნდში ინიშნება და გრიზმანის დაპატიჟება სურს

16 ივნ 2022, 22:33
ბიელსა ახალ გუნდში ინიშნება და გრიზმანის დაპატიჟება სურს

მარსელო ბიელსა შესაძლოა ბილბაოს „ატლეტიკში“ დაბრუნდეს.

AS-ის ინფორმაციით, არგენტინელმა გუნდის მწვრთნელად დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა და თუ 24 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნებს ინიაკი არეჩაბალეტა მოიგებს, მწვრთნელად სწორედ ბიელსა დაინიშნება.

არგენტინელ სპეციალისტს, რომელიც გუნდს 2011-2013 წლებში წვრთნიდა, „ბილბაოში“ დაბრუნების შემთხვევაში, გუნდში ანტუან გრიზმანის დაპატიჟება სურს, რომელიც „ატლეტიკო მადრიდში“ იჯარით ასპარეზობს, მისი კონტრაქტი კი „ბარსელონას“ ეკუთვნის.

13 წლის ასაკში გრიზმანი სხვა ბასკური გუნდის, „რეალ სოსიედადის“ აკადემიაში ჩაირიცხა და სწორედ იქ გაიზარდა - ამის დამსახურებით, მას „ბილბაოშიც“ შეეძლება თამაში, რომელშიც ისტორიულად მხოლოდ ბასკური ფესვების მქონე ფეხბურთელებს შეუძლიათ თამაში.