ლაიპციგმა კრისტოფერ ნკუნკუს საკმაოდ სოლიდური ფასი დაადო - გადახდის სურვილი ერთმა გუნდმა გამოთქვა

16 ივნ 2022, 22:26
ლაიპციგმა კრისტოფერ ნკუნკუს საკმაოდ სოლიდური ფასი დაადო - გადახდის სურვილი ერთმა გუნდმა გამოთქვა

The Independent-ის ინფორმაციით, გერმანული „ლაიპციგი“ თავის მთავარ ვარსკვლავს საკმაოდ სოლიდურ ფასს ადებს.

2021/22-სეზონი 24 წლის შემტევმა გასაოცარ დონეზე ჩაატარა და 50 მატჩში 35 გოლი და 19 საგოლე გადაცემა მიითვალა, რის გამოც, ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია.

ზემოთხსენებული წყაროს თქმით, „ლაიპციგს“ ნკუნკუს შენარჩუნება ახალი სეზონისთვისაც სურს, თუმცა თუ რომელიმე გუნდი 100 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდება, ფრანგის ტრანსფერი შესაძლოა ამ ზაფხულსვე შედგეს.

გუნდი, რომელმაც 100 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა - „არსენალია“. თუმცა უცნობია, რამდენად სურს თავად ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის გარეშე ყოფნა და „მეთოფეების“ რიგებში გადასვლა.

როგორც იწერება, თავად ნკუნკუც არ არის წინააღმდეგი „ლაიპციგში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩეს და კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.