ყველა დეტალი გარკვეულია — მილანი რენატუ სანჩეშის ტრანსფერს ხურავს

11 ივნ 2022, 11:16
ყველა დეტალი გარკვეულია — მილანი რენატუ სანჩეშის ტრანსფერს ხურავს

"ლილის" ნახევარმცველი, რენატუ სანჩეში, დიდი ალბათობით, კარიერას "მილანში" გააგრძელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Sportitalia-ს ჟურნალისტი, რუდი გალეტი ავრცელებს.

24 წლის პორტუგალიელი "როსონერიში" 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა, კლუბებს მხოლოდ ბონუსებიღა აქვთ შესათანხმებელი.

როგორც იწერება, სანჩეში "მილანთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და სეზონში ხელფასის სახით 3 მილიონს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში "ლილის" ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად 32 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.