მარცხი სატრანსფერო ბრძოლაში — მილანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პრემიერ ლიგაში გადადის

10 ივნ 2022, 16:18
მარცხი სატრანსფერო ბრძოლაში — მილანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე პრემიერ ლიგაში გადადის

დიდი ალბათობით, "მილანი" "ლილის" ცენტრალურ მცველ სვენ ბოტმანისთვის ბრძოლაში დამარცხდება.

"ნიუკასლი" 22 წლის ჰოლანდიელის თაობაზე მოლაპარაკებებს იანვრიდან აწარმოებს და "როსონერის" სჯობნის, იტყობინება გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

"კაჭკაჭებს" ტრანსფერის დახურვა რაც შეიძლება სწრაფად სურთ. აქამდე არსებული ცნობით, "ლილი" თავისი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 40 მილიონ ევროს ითხოვს.

თავის მხრივ, MilanNews.it იტყობინება, რომ თუ ბოტმანი "ნიუკასლში" გადავა, "მილანი" "ტორინოს" უკანახაზელის, გლეისონ ბრემერის ყიდვას ეცდება.

გასულ სეზონში ბოტმანმა ყველა ტურნირზე ერთად "ლილის" ღირსება 32 მატჩში დაიცვა, 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი პასი გააკეთა.