ვან გაალი: "ოქროს ბურთის მოგების შანსი ნოა ლანგს უფრო მეტი აქვს, ვიდრე დე ბრუინს"

03 ივნ 2022, 14:14
ვან გაალი: "ოქროს ბურთის მოგების შანსი ნოა ლანგს უფრო მეტი აქვს, ვიდრე დე ბრუინს"

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა "მანჩესტერ სიტის" ბელგიელი ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის შესახებ ისაუბრა.

– ნამდვილად ფიქრობთ, რომ ნოა ლანგს (22 წლის ნიდერლანდელი შემტევი, რომელიც "ბრიუგეში" თამაშობს) შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს?

"უფრო დისციპლინირებული უნდა იყოს, ცოტა ხასიათზე იმუშაოს. მაგრამ ფანტასტიკური შემოქმედებითი უნარები აქვს. ერთი მოძრაობით შეუძლია სახიფათო მომენტის შექმნა. ამის ძალა ბევრს არ შესწევს".

– ბელგიელი ფეხბურთელებიდან ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ამ სეზონში?

"კევინ დე ბრუინმა, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მან უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი", მაგრამ საეჭვოა, ეს მოხდეს. ყოველთვის ფორვარდებს ირჩევენ. ამ მხრივ, ნოა ლანგს უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე დე ბრუინს", - სიცილით თქვა ვან გაალმა ერთა ლიგაზე ბელგიასთან გასამართი მატჩის წინ.