VIDEO: დრამა და ანტიგმირი აარონ რემსი! ფრანკფურტის აინტრახტი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

19 მაი 2022, 01:55

ევროპა ლიგის ფინალში ერთმანეთს სევილიაში შოტლანდიური „რეინჯერსი“ და გერმანული „აინტრახტი“ დაუპირისპირდნენ.

შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა და გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც უკეთესი გერმანული გუნდი აღმოჩნდა.

ერთადერთი პენალტი „რეინჯერსის“ შემადგენლობაში გუნდის ვარსკვლავმა აარონ რემსის გააცუდა და „აინტრახტისთვის“ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რადგან მათი ყველა დარტყმა ზუსტი იყო.

ამრიგად, გერმანულმა გუნდმა საკლუბო ფეხბურთში მეორე ყველაზე პრესტიჟული ჯილდო მოიგო.