კარაგერმა პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ლივერპულის 5 ფეხბურთელი შეიყვანა

18 მაი 2022, 10:01
კარაგერმა პრემიერ ლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ლივერპულის 5 ფეხბურთელი შეიყვანა

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები შეარჩია და სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე: ალისონი ("ლივერპული");

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, ვირჯილ ვან დეიკი, ჟოელ მატიპი (ყველა - "ლივერპული"), ჟოაო კანსელო ("მანჩესტე სიტი");

ნახევარმცველები: კევინ დე ბრუინი, ბერნარდო სილვა (ორივე - "მანჩესტერ სიტი"), დეკლან რაისი ("ვესტ ჰემი");

თავდამსხმელები: სონ ჰინ მინი, ჰარი კეინი (ორივე - "ტოტენჰემი"), მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული").

"მატიპი ფანტასტიკური იყო. ამ სეზონში ვან დეიკივით კარგად გამოიყურებოდა, გამორჩეული, ნამდვილად გამორჩეული. გასულ სეზონში ვამბობდი, რომ წლის ფეხბურთელი რუბენ დიაში გახლდათ, რომელსაც მიმდინარეში ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა".

"ყოველთვის ფაბინიოზე ან როდრიზე ვსაუბრობ, რადგან ტოპ კლუბებში თამაშობენ და შეტევების ჩაშლაში კარგები არიან".

"დეკლან რაისი ძველმოდურ ნახევარმცველს მახსენებს, რომელიც წყვილში ასპარეზობს. როი კინს მახსენებს. უბრალოდ ჩამშლელი ნახევარმცველი არ არის, ბურთთან ერთად წინ მიიწევს. მეტია, ვიდრე უბრალოდ ფეხბურთელი, რომელიც დაცვაში დგას", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს Sky Sports-ი.