მანჩესტერ სიტი გიუნდოგანს ყიდის, გერმანელს რამდენიმე მსურველი უკვე გამოუჩნდა — ფაბრიციო რომანო

18 მაი 2022, 09:50
მანჩესტერ სიტი გიუნდოგანს ყიდის, გერმანელს რამდენიმე მსურველი უკვე გამოუჩნდა — ფაბრიციო რომანო

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა, ილკაი გიუნდოგანმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, 31 წლის გერმანელის აგენტები "ქალაქელთა" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ არა ახალი კონტრაქტის, არამედ ფეხბურთელის მომავლის თაობაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ გიუნდოგანმა "სიტის" რიგები დატოვოს.

Daily Mail-ის ცნობით, მანჩესტერელთა ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს ახალი კლუბის მოძებნა ურჩია. გიუნდოგანს თითოეულ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ყოფნა სურს, "სიტიში" კი ამის შესაძლებლობა არ ეძლევა.

გიუნდოგანის გადაბირებით "ბარსელონა", გერმანული კლუბები და "არსენალი" არიან დაინტერესებულები. თუმცა, ლონდონური კლუბის შემთხვევაში, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას.

ილკაი "სიტის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

მიმდინარე სეზონში გიუნდოგანმა ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.