"მბაპემ მითხრა, რომ ატლეტიკოში გადავა", - მადრიდის მერმა კილიანის მომავალთან დაკავშირებით იხუმრა

18 მაი 2022, 09:44
"მბაპემ მითხრა, რომ ატლეტიკოში გადავა", - მადრიდის მერმა კილიანის მომავალთან დაკავშირებით იხუმრა

მადრიდის მერმა, ხოსე ლუის მარტინეს-ალმეიდამ, რომელიც "ატლეტიკოს" გულშემატკივრობს, "პსჟ"-ს თავდამსხმელ კილიან მბაპეს ტრანსფერზე იხუმრა.

"მითხრა, რომ "ატლეტიკოში" გადავა", - თქვა ესპანელმა პოლიტიკოსმა ყატარის ემირთან და "პსჟ"-ს მფლობელ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანისთან შეხვედრის შემდეგ.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ პარიზულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის ვადა ეწურება.

მბაპე კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს, უკვე თითქმის ყველა დეტალი შეთანხმებულია და უახლოეს პერიოდში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

2021/22 წლების სეზონში კილიანმა, რომელიც "პსჟ"-ში 2017 წლიდან ირიცხება, ყველა ტურნირზე ერთად 44 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.