მესის მოსვლის შედეგად, პსჟ სეზონს სარეკორდო შემოსავლით ასრულებს, გაყიდული მაისურების 60% მესის გვარით იყო

18 მაი 2022, 00:39
მესის მოსვლის შედეგად, პსჟ სეზონს სარეკორდო შემოსავლით ასრულებს, გაყიდული მაისურების 60% მესის გვარით იყო

„პარი სენ-ჟერმენი“ სეზონს კლუბისთვის სარეკორდო შემოსავლით ასრულებს. 

L’Equipe-ს ინფორმაციით, 2021/22-წლების სეზონს „პსჟ“ სარეკორდო 700 მილიონი ევროს შემოსავლით ასრულებს.

ეს ციფრი აღემატება ძველ რეკორდს, რომელიც გუნდმა 2018/19-სეზონში დააფიქსირა, როცა 637.3 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

პარიზელებს, ლეო მესის მოსვლის შემდეგ 11 ახალი სპონსორი გაუჩნდათ, რამაც ამ მიმართულებიდან დამატებითი 310 მილიონი ევრო მოიტანა.

გარდა ამისა, არგენტინელის ტრანსფერმა დადებითად იმოქმედა მაისურების გაყიდვაზეც - კლუბმა ამ სეზონში ერთი მილიონი მაისური გაყიდა, საიდანაც 60% - მესის ნომრიანი იყო.

პარიზული კლუბი ელის, რომ ეს ციფრები მომდევნო სეზონში კიდევ უფრო გაიზრდება.