"მკითხეს, მაზოხისტი ხომ არ ვარ", - უეფას პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რატომ ჩამოართვა რუსეთს ლიგის ფინალის ჩატარების უფლება

17 მაი 2022, 22:30
"მკითხეს, მაზოხისტი ხომ არ ვარ", - უეფას პრეზიდენტმა აღნიშნა, თუ რატომ ჩამოართვა რუსეთს ლიგის ფინალის ჩატარების უფლება

უეფას პრეზიდენტმა ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ გადაწყვიტა ჩემპიონთა ლიგის ფინალის სანქტ-პეტერბურგიდან პარიზში გადატანა.

თავდაპირველად ფინალი „გაზპრომ არენაზე“ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა შემდეგ, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთს ამის უფლება ჩამოერთვა.

„როცა ომი დაიწყო, აშკარა გახდა, რომ ფინალის პეტერბურგში ჩატარება არასწორი იქნებოდა.

60-ზე მეტწლიანი ისტორიის მანძილზე, ფინალი არასდროს არ გადაუტანიათ, ახლა კი ეს ზედიზედ მესამედ ხდება. ახლახანს, თქვენმა ფრანგმა კოლეგამ მკითხა, მაზოხისტი ხომ არ ვარ, მე კი ვუპასუხე, რომ „უეფას“ პრეზიდენიტ ვარ.

ევროკავშირმა და ემანუელ მაკრონმა პირველებმა დაგვიჭირეს მხარი, როცა სუპერლიგის ეს შეშლილი პროექტი დაიწყო. პარიზი არის ქალაქი საკმარისი სასტუმროებით, აეროპორტებით და ასე შემდეგ.“ - აღნიშნა ჩეფერინმა.

ტურნირის გადამწყვეტ მატჩში 28 მაისს „რეალი" და „ლივერპული" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.