"გადმოვა თუ არა ლევანდოვსკი? ჩვენთვის ეს რთული ტრანსფერია", - ლაპორტა

17 მაი 2022, 22:27
"გადმოვა თუ არა ლევანდოვსკი? ჩვენთვის ეს რთული ტრანსფერია", - ლაპორტა

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, გუნდში რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

პოლონელმა ფორვარდმა ბუნდესლიგის დამთავრების შემდეგ აღნიშნა, რომ შესაძლოა, „ბაიერნის“ მაისურით ბოლო მატჩ ჩაატარა.

გადმოვა თუ არა „ბარსელონაში“ ლევანდოვსკი? მიეცით მენეჯენტს და ტექნიკურ მრჩევლებს მუშაობის საშუალება. დეტალებში პასუხის გაცემა არ მინდა.

ჩვენ ვმუშაობთ, რომ უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ, მაგრამ ჩვენი ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ადვილი არ არის.

ვმუშაობთ, რომ პირველ რიგში კლუბის ეკონომიკა დავალაგოთ. ამის შემდეგ, ტრანსფერებზეც შევძლებთ ფიქრს. 

იმედია, შევძლებ თქმას, რომ ერთწლიანი შრომის შემდეგ სიტუაცია გავაუმჯობესეთ. თუ ასეც მოხდა, ტრასნფერები, რომლებზეც ვფიქრობთ, ყველა განხორციელდება.“ - აღნიშნა ლაპორტამ.