ლაპორტა: "მბაპე? ჩვენ არც დავუშვებდით ისეთი ფეხბურთელის გადაბირებას, რომელიც წლიურად 40-50 მლნ ევროს ითხოვს"

17 მაი 2022, 22:18
ლაპორტა: "მბაპე? ჩვენ არც დავუშვებდით ისეთი ფეხბურთელის გადაბირებას, რომელიც წლიურად 40-50 მლნ ევროს ითხოვს"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდში კილიან მბაპეს შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

მარტში ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მ დაწერა, რომ „პსჟ-სა“ და „რეალის“ მბაპესათვის ბრძოლაში „ბარსელონაც“ ჩაერთო, თუმცა ეს ინფორმაცია მალევე ყველა ავტორიტეტულმა გამოცემამ უარყო.

ახლა კი, ლაპორტამ ამაზე თავადაც ისაუბრა:

„კილიან მბაპე? ჩვენ არასდროს განვიხილავთ ისეთი ფეხბურთელის შეძენას, რომელიც წლიური ხელფასის სახით 40-50 მილიონ ევროს ითხოვს.“ - ციტირებს ესპანელი ფუნქციონერის სიტყვებს ფაბრიციო რომანო.

გავრცელებული ინფორმაციით, „რეალთან“ წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტით, მბაპეს წლიური ხელფასი 25 მლნ ევრო იქნება.