"დავიდ სილვა თუ ედენ აზარი?", - დე ბრუინს ექს-თანაგუნდელსა და თანამემამულეს შორის საუკეთესო აარჩევინეს

17 მაი 2022, 22:13
"დავიდ სილვა თუ ედენ აზარი?", - დე ბრუინს ექს-თანაგუნდელსა და თანამემამულეს შორის საუკეთესო აარჩევინეს

„მან სიტის“ ბელგიელმა ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინმა, დავიდ სილვასა და ედენ აზარს შორის უკეთესი გამოარჩია.

დავიდ სილვასთან ერთად ქეიდიბი „სიტიში“ რამდენიმე წლის მანძილზე თამაშობდა, აზართან ერთად კი ნაკრებში დღემდე ასპარეზობს.

ჟურნალისტმა მას დაუშვა შეკითხვა, საუკეთესო ფორმაში მყოფს რომელს აირჩევდა, აზარს თუ სილვას.

„დავიდ სილვა თუ აზარი? ედენს ავირჩევ.“ - აღნიშნა დე ბრუინმა ინტერვიუში.

ბელგიელი „სიტიში" 2015 წლიდან თამაშობს და სილვას თანაგუნდელი ხუთი წლის მანძილზე იყო, შემდეგ კი ესპანელი 2020-ში „სოსიედადში" დაბრუნდა.