უეფას პრეზიდენტი: "არ მეგონა რომ რეალი სიტის გასცდებოდა, მაგრამ ამ გუნდს კატასავით 9 სიცოცხლე აქვს"

17 მაი 2022, 22:09
უეფას პრეზიდენტი: "არ მეგონა რომ რეალი სიტის გასცდებოდა, მაგრამ ამ გუნდს კატასავით 9 სიცოცხლე აქვს"

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, „რეალის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე განვლილი გზა შეაფასა.

"ეჭვი მეპარებოდა, რომ რეალი სიტის გამოგდებას შეძლებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მათ კატასავით 9 სიცოცხლე აქვთ.

რეალის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ კლუბთან არანაირ კავშირზე არ ვარ. თუმცა, იმით, რომ ეს გუნდი ფინალშია, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რამდენად სუფთაა უეფა.

იგივე ითქმის ბარსელონას ქალთა გუნდზეც - ორივე გუნდი ფინალშია (სუპერლიგის მიუხედავად) არცერთის წინააღმდეგ არაფერი მომხდარა.
რეალი გამოცდილი გუნდია, თუმცა მე პირადად მგონია, რომ ცუდი დაცვა ჰყავს." - აღნიშნა ჩეფერინმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი" 28 მაისს „ლივერპულს" დაუპირისპირდება.