ფერნანდინიო სიტის ტოვებს და სასურველი კლუბი უკვე შეარჩია

17 მაი 2022, 21:59
ფერნანდინიო სიტის ტოვებს და სასურველი კლუბი უკვე შეარჩია

ოფიციალურად დადასტურებული ამბავია, რომ „სიტის“ კაპიტანი ფერნანდინიო სეზონის ბოლოს მანჩესტერულ გუნდს დატოვებს.

ბრაზილიელ ვეტერანს ინგლისის მოქმედ ჩემპიონთან ხელშეკრულება ეწურება და ის მის გახანგრძლივებას აღარ აპირებს, რაც თავად ოფიციალურადაც დაადასტურა.

როგორც Sport-Witness-ის ჟურნალისტი ხორხე ნიკოლა წერს, რომ ფერნანდინიომ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო - ფეხბურთელი თავის ყოფილ გუნდში, ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსეში“ დაბრუნდება.

37 წლის ფეხბურთელი „პარანაენსეში“ 2002-2005 წლებში პირველ კარიერულ ნაბიჯებს დგამდა, საიდანაც „შახტარში“ 8 წლით გადავიდა, 2013-დან კი „სიტის“ ღირსებას იცავს.