"ის უნიკალურია, მან საბოლოოდ შეცვალა ფეხბურთის არსი" - რიკელმე ბარსელონას ნახევარმცველზე

17 მაი 2022, 19:47
"ის უნიკალურია, მან საბოლოოდ შეცვალა ფეხბურთის არსი" - რიკელმე ბარსელონას ნახევარმცველზე

ლეგენდარულმა არგენტინელმა ნახევარმცველმა და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ხუან რომან რიკელმემ კატალონიური კლუბის ესპანელი საყრდენის სერხიო ბუსკეცის საქებრად, სიტყვებ არ დაიშურა.

"როდესაც ბუსკეცი გამოჩნდა, მან ფეხბურთის არსი შეცვალა. ის უნიკალური მოვლენაა ფეხბურთში. მისი მსგავსი უბრალოდ არ მოიძებნება." - განუცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა ESPN-ს.

41 წლის რიკელმეს ზურგს 18 წლიანი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა უმაგრებს. ის გამოდიოდა ისეთი გუნდების რიგებში, როგორიცაა: "ბარსელონა", "ვილიარეალი", "ბოკა ხუნიორსი" და "არგენტინოს" ხუნიორსი. მან არგენტინის ეროვნულ ნაკრებში 51 მატჩი ჩაატარა.

რიკელმე, ამ მომენტისთვის, "ბოკა ხუნიორსში" მაღალ თანამდებობას იკავებს. ის გუნდის ვიცე-პრეზიდენტია.