ბარსელონა ჩელსის ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს — ფაბრიციო რომანო

17 მაი 2022, 17:36
ბარსელონა ჩელსის ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს — ფაბრიციო რომანო

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსის" ორი მცველის ხელში ჩაგდებას გეგმავს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, საუბარია მარკოს ალონსოსა და სესარ ასპილიკუეტაზე.

31 წლის ალონსოს ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ კლუბები სატრანსფერო ფასზე შეთანხმდებიან. თავად ფეხბურთელს "ჩელსის" დატოვება უნდა.

32 წლის ასპილიკუეტას, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება, "ბარსამ" 2-წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზა და "არისტოკრატების" წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდება, რათა მისი მომავალი საბოლოოდ გაირკვეს.

მიმდინარე სეზონში მარკოსმა ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 45 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტიც მიითვალა, ხოლო სესარმა ლონდონელთა ღირსება 45 შეხვედრაში დაიცვა, მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.