პსჟ-მ ნავასსა და დონარუმას შორის არჩევანი გააკეთა - ფაბრიციო რომანო

14 მაი 2022, 11:58
პსჟ-მ ნავასსა და დონარუმას შორის არჩევანი გააკეთა - ფაბრიციო რომანო

გუშინდელ ინტერვიუში „პსჟ-ს" გოლკიპერმა, ჯანლუიჯი დონარუმამ აღნიშნა, რომ ახალ სეზონში, მასსა და კეილორ ნავასს შორის ასეთი კონკურენცია აღარ იქნება და კლუბს არჩევნის გაკეთება მოუწევს.

ცნობისთვის, ამ სეზონში დონარუმამ ლიგა 1-ს 16 მატჩში ითამაშა, ნავასმა კი 20-ში.

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, „პსჟ-ს" არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს - დონარუმა გუნდში დარჩება და უპირობო პირველი მეკარის სტატუსს მოიპოვებს, ნავასმა კი შესაძლოა გუნდი დატოვოს.

„პსჟ" მზადაა კოსტარიკელი გაყიდოს, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეყოლება 35 წლის გოლკიპერს მსურველი - ფაქტი ერთია, ახალ სეზონში ნავასს გაცილებით ნაკლები სათამაშო დრო ექნება.