"არამგონია, სწორად იქცეოდნენ", - პიკემ ბარსელონას პოზიცია გააკრიტიკა

14 მაი 2022, 11:17
"არამგონია, სწორად იქცეოდნენ", - პიკემ ბარსელონას პოზიცია გააკრიტიკა


„ბარსელონას“ ესპანელმა მცველმა, ჟერარ პიკემ, ევროპის სუპერლიგაზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

„ჩემი აზრით, ეს საკითხი ესპანეთში ძალიან პოლიტიკურად იქცა. პრესას სხვადასხვა ადამიანები აკონტროლებენ, რომლებიც სუპერლიგას უჭერენ მხარს. ყველაფერი ისე არ არის, როგორც ბრიტანეთში, სადაც როგორც ვნახე, ხალხი სუპერლიგის წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდა. ახლა მეჩვენება, რომ ყველაფერი ჩაწყნარდა. ვფიქრობ, ეს არაფერს არ მოიტანს.

მგონია, რომ ასეთი იდეები ფეხბურთს ანადგურებს, იმიტომ რომ სარგებელი მხოლოდ ტოპ-კლუბებს ექნებათ. „სევილიას“ და „ვალენსიას“ დონის გუნდები კი უბრალოდ განადგურდებიან. სამწუხარო ის არის, რომ ადრე თუ გვიან, 5-10 წელიწადში, ისინი ამას მაინც გააკეთებენ.

შემიძლია იმის გაგება, რატომ დგამენ ტოპ-გუნდები ამ ნაბიჯს. მფლობელებს სურთ, რომ მათი კლუბები უფრო ფასობდეს. მაგრამ მე არ მიმაჩნია, რომ „რეალი“ და „ბარსელონა“ სწორედ იქცევიან. დიახ, ასეთი განცხადებით საკუთარ კლუბს ვუპირისპირდები, მაგრამ „ბარსელონას“, „რეალის“ და „იუვენტუსის“ პოზიცია ჩემთვის სრულიად გასაგებია. 

ერთადერთი ის არის, რომ გულშემატკივრების გადმოსახედიდან, ეს არ არის საუკეთესო ვარიანტი.“ - აღნიშნა პიკემ.