"როგორი ფეიკი ხარ, იტირე კი არა, შენ გააყიდინე ლაპორტას მესი“, - ლეოს ოჯახის მეგობარმა პიკეს შეუტია

14 მაი 2022, 11:01
"როგორი ფეიკი ხარ, იტირე კი არა, შენ გააყიდინე ლაპორტას მესი“, - ლეოს ოჯახის მეგობარმა პიკეს შეუტია


რამდენიმე დღის წინ, „ბარსელონას“ მცველმა ჟერარ პიკემ ინტერვიუში აღიარა, რომ იტირა, როცა გუნდიდან ლეო მესი წავიდა.

ამან პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან აქამდეც არაერთხელ დაწერილა, რომ სწორედ პიკე იყო ის ფეხბურთელი, რომელმაც გუნდის პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას ურჩია, რომ ახალი გამარჯვების მენტალიტეტის მქონე გუნდის ასაშენებლად, სჯობს მესი გაყიდოს.

პიკეს ამ ინტერვიუს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლეოს ოჯახის მეგობარი, რომელიც ესპანელ მცველს მიმართავს:

„პიკე, ჩვეულებრივი ფეიკი ხარ. შენ არამარტო არ გიტირია (როცა მესი წავიდა), სწორედ შენ უთხარი ამ უღიმღამო ლაპორტას, რომ თუ გამარჯვებული გუნდის აშენება სურს, მესი უნდა გაყიდოს.

ის მესი, რომელიც „სარაგოსადან“ „ბარსელონაში“ დაბრუნებაში დაგეხმარა, როცა არავის არ სჭირდებოდი.“ - წერს მესის ოჯახის მეგობარი „ინსტაგრამ სთორისში“.

ეს ადამიანი გულისხმობს 2006/07 სეზონს, როცა პიკემ „სარაგოსაში“ იჯარით თავი ვერაფრით წარმოაჩინა, თუმცა კატალონიურმა გუნდმა ის მაინც თავისთან დაბრუნება გადაწყვიტა. 

გავრცელებული ინფორმაციით, „ბარსელონადან“ წასვლის შემდეგ, მესიმ პიკესთან ყველანაირი სახის ურთიერთობა გაწყვიტა.