ბაიერნის პრეზიდენტი: "ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და ის მას ბოლომდე მიიყვანს"

14 მაი 2022, 10:02
ბაიერნის პრეზიდენტი: "ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს და ის მას ბოლომდე მიიყვანს"

მიუნხენის „ბაიერნის" პრეზიდენტი, ჰერბერტ ჰაინერი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა.

პოლონელ ფეხბურთელს „ბავარიასთან" ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და მან გუნდის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ მის გახანგრძლივებას არ აპირებს და მეტიც, წასვლა ამ სეზონის ბოლოსვე სურს.

„რობერტ ლევანდოვსკის „ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და ის მას ბოლომდე მიიყვანს." - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში.

ფეხბურთელის მიმართ ყველაზე აქტიურ ინტერესს ამ ეტაპზე „ბარსელონა" იჩენს, რომელიც პოლონელს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობს.