ანჩელოტი: "ბენზემას უბრალოდ ცენტრფორვარდს ვერ დავარქმევ, დღეს ის საუკეთესო ფეხბურთელია"

14 მაი 2022, 09:59
ანჩელოტი: "ბენზემას უბრალოდ ცენტრფორვარდს ვერ დავარქმევ, დღეს ის საუკეთესო ფეხბურთელია"

მადრიდის „რეალის" მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, კარიმ ბენზემა შეაქო.

„ჩემთვის რთულია ბენზემას უბრალოდ ცენტრფორვარდი ვუწოდო, იმიტომ რომ ის ზოგადად ფანტასტიკური შემტევი ფეხბურთელია. არამარტო ტოპ-ბომბარდირია, არამედ საგოლე პასებსაც ბევრს აკეთებს და შეტევის ორგანიზებაშიც იღებს მონაწილეობას.

ის არის სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ახერხებს ის ამდენი გოლის გატანას. ის არის ტოპ-ფეხბურთელი და მგონია, რომ დღეს უბრალოდ საუკეთესოა.

ვფიქრობ, კარიმი გუნდის ლიდერად რონალდუს წასვლის შემდეგ იქცა, იმიტომ რომ იმ დროს კრიშტიანუზე მეტი პასუხისმგებლობა მოდიოდა. რონალდუ სეზონში 50-მდე გოლს იტანდა და მის გარეშე, „რეალს" გოლების გატანა გაუჭირდა.

კარიმმა ეს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. თუმცა, ამ გუნდს დღეს ბევრი ლიდერი ჰყავს." - აღნიშნა იტალიელმა.