VIDEO: არაუხოს ტრავმით ჩაშმახებული მატჩი - ბარსელონამ შინ სელტას მოუგო და მე-2 ადგილი თითქმის გაინაღდა

11 მაი 2022, 01:36

ლა ლიგის 36-ე ტურში „ბარსელონამ“ შინ „სელტა ვიგო“ დაამარცხა.

შეხვედრა „კამპ ნოუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

„ბარსელონას“ რიგებში გოლებით თავი მემფის დეპაიმ და პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (დუბლი) გამოიჩინეს, „სელტადან“ კი თავი იაგო ასპასმა გამოიჩინა.

58-ე წუთზე მურილიომ პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და თამაში ნაადრევად ჩაამთავრა, „ბარსას“ კი თამაშის ბოლომდე მშვიდად ჩაყვანა აღარ გასჭირვებია.

„ბარსელონამ“ 36 მატჩში 72 ქულა დააგროვა და მე-2 ადგილზე მდგომარეობა გაიმყარა, „სელტა“ კი 43 ქულით მე-11 პოზიციაზე დარჩა. 

მესამეადგილოსან „სევილიას" „ბარსაზე" ერთი მატჩით და შვიდი ქულით ნაკლები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ კატალონიური გუნდის ლა ლიგაში მე-2 ადგილის დაკავების ძალიან კარგი შანსი აქვს.