ის, რაც ბევრმა არ იცის: რეალურად, რატომ გადავიდა კვარაცხელია ბათუმში?

06 მაი 2022, 22:04
ის, რაც ბევრმა არ იცის: რეალურად, რატომ გადავიდა კვარაცხელია ბათუმში?

მოგეხსენებათ, "რუბინის" დატოვების შემდეგ, ქართველი ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია "დინამო ბათუმში" გადავიდა.

კვარაცხელიამ ყაზანურ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და ქართული კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა.

მაგრამ ჩნდება კითხვა: ასე მარტივად დათმო ამხელა ტალანტის მქონე ფეხბურთელი "რუბინმა"? - რა თქმა უნდა, არა.

საქმე იმაშია, რომ კვარაცხელია "ნაპოლისთან" ჯერ კიდევ მაშინ იყო შეთანხმებული, როცა ის "რუბინის" ფეხბურთელი იყო. ცნობილი მიზეზების გამო, "რუბინს" ტრანსფერებიდან ფულის მიღება აეკრძალა.

კვარაცხელიას აგენტმა, "რუბინთან" ერთად შეათანხმეს "დინამო ბათუმის" ხელმძღვანელობასთან და შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც თანხას, რომელსაც "ნაპოლი" კვარას სანაცვლოდ გადაიხდის, ბათუმს ჩაერიცხება, რომლიც დიდ ნაწილსაც შემდეგ "რუბინი" აიღებს.

გარდა სათამაშო პრაქტიკისა, კვარაცხელიას "დინამო ბათუმში" ჩარიცხვა იმასაც უკავშირდება, რომ ქართველი ფეხბურთელი იტალიურ გრანდსი უფასოდ არ ჩარიცხულიყო და "რუბინსა" და სხვა პირებს ტრანსფერის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიეღოთ.

Akaki
ტოპ კომენტარი
0
07 მაი 2022, 12:23
თავდაპირველად transfermarkt ზე ხვიჩას სატრანსფერო ისტორიაში როგორც ჩანდა ნაპილიმ 10 მილიონი გადაუხადა ბათუმს, ბათუმმა კი 8 მილიონად გამოისყიდა რუბინიდან ხვიჩას კონტრაქტი, მაგრამ ბოლო რამდენიმე დღეა ნაპოლიში ტრანსფერი ამოღებულია გრაფიდან და ხო მშვიდობაა ნეტა
კომენტარების ნახვა (1)