"სრულყოფილებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ გამოვიფიტეთ", - ემერი ლივერპულთან მარცხის შემდეგ

04 მაი 2022, 13:57
"სრულყოფილებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ გამოვიფიტეთ", - ემერი ლივერპულთან მარცხის შემდეგ

"ვილიარეალის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ლივერპულთან" (2:3, პირველი მატჩი - 0:2) მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"რაღაც უფრო მეტი უნდა გვეჩვენებინა. თავი საიმედოდ უნდა დაგვეცვა და მეტოქისთვის ხელსაყრელ პოზიციებზე გასვლის საშუალება არ მიგვეცა".

"გოლი გავიტანეთ, არდანიშნული პენალტის ეპიზოდში შანსი გვქონდა, "ლივერპული" კი ვერც კი გვიახლოვდებოდა. პირველი ტაიმი შთამბეჭდავი გამოდგა".

"ხერარდ მორენო ტკივილმა შეაწუხა, აჩქარება უჭირდა. მეორე ნახევარში ვეღარ ვიყავით ისეთი ძლიერები, როგორც პირველში".

"ბურთი უფრო ხშირად უნდა გაგვეკონტროლებინა, მაგრამ მათმა პირველმა გოლმა ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას დარტყმა მიაყენა. გამოვიფიტეთ. "ლივერპულის" მიერ დადგენილ მოთხოვნებს ვეღარ ვაკმაყოფილებდით".

"ფინალში თამაშის სურვილზე ვსაუბრობდით. მაგრამ დანიუმასა და ხერარდ მორენოს დაკარგვამ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე შესამჩნევად იმოქმედა. მეორე ნახევარში კი ყველაფერი დავკარგეთ, ყველა შიდა რესურსი".

"პირველ ტაიმზე ჩაციკვლა არ მინდა. დაპირისპირება ოთხტაიმიანია, ჩვენ კი მხოლოდ ერთში ვიყავით უკეთესები. მეტის მიღწევა გვინდოდა და მუშაობას გავაგრძელებთ. სრულყოფილებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ 90 წუთი ასეთ დონეზე ვერ ჩავატარეთ".

"ვიცით, რომ გულშემატკივრებმა ისიამოვნეს. თანმიმდევრულად განვითარებადი პროექტი გვაქვს, რაც ასეთ მომენტებს შესაძლებელს ხდის", - ციტირებს ემერის სიტყვებს Marca.