რეალი როტაციისთვის ფორვარდს ეძებს, ორი კანდიდატი შერჩეულია

30 აპრ 2022, 17:22
რეალი როტაციისთვის ფორვარდს ეძებს, ორი კანდიდატი შერჩეულია

მადრიდის "რეალი" რამდენიმე ვარიანტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერლინგ ჰოლანდის შეძენას ვერ მოახერხებენ. მადრიდული კლუბი "ბორუსიას" თავდამსხმელისთვის "მანჩესტერ სიტისთან" იბრძვის.

თუ ნორვეგიელი "ქალაქელებში" გადასვლას გადაწყვეტს, "რეალს" შეუძლია დაიმატოს ფორვარდი რაულ დე ტომასი, რომელიც "ესპანიოლში" თამაშობს. 27 წლის ფეხბურთელი მადრიდელთა აღზრდილია.

პირველ გუნდში რომ ვერ მოხვდა, 2019/20 წლების სეზონამდე "ბენფიკაში" გადავიდა, 2020 წლის დასაწყისში კი "ესპანიოლში" წავიდა. მადრიდის "რეალის" შეტევის გაძლიერების კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტია ბორხა მაიორალის დაბრუნება "ხეტაფედან".

მადრიდის "რეალი" ნებისმიერ შემთხვევაში სხვა თავდამსხმელის შეძენას გეგმავს, თუნდაც გუნდს კილიან მბაპე შეუერთდეს. კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედის ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი, ამიტომ კლუბი ეძებს სხვა შემტევ მოთამაშეს, რომელიც შეცვლის მბაპე-ვინისიუს-ბენზემას ტრიოდან ერთ-ერთს.