"ქართველი მკვლელი", - იტალიური პრესა მიქაუტაძის შესახებ და პარალელი იკარდისთან

26 აპრ 2022, 11:33
"ქართველი მკვლელი", - იტალიური პრესა მიქაუტაძის შესახებ და პარალელი იკარდისთან

Tuttomercatoweb.com-მა "სერენის" თავდამსხმელს, გიორგი მიქაუტაძეს სტატია მიუძღვნა: "55 შეხვედრა, 36 გოლი, ოთხი საგოლე გადაცემა. მიქაუტაძის თამაშიდან გამომდინარე, ალბათ, "მეცი" ძალიან ნანობს".

"დე პრევილის მოსვლის შემდეგ, ის "სერენში" რომ გაანათხოვრა. ნიკოლა საერთოდ სხვა ლიგაში იმყოფება და მას მხოლოდ ხუთი გოლი აქვს გატანილი. გიორგი, რა თქმა უნდა, თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს".

"ამის მიუხედავად, ტიპიური ცენტრფორვარდი არ გახლავთ. ის მოწინააღმდეგე გუნდის მცველების უკან შესანიშნავად იხსნება და მას მოედნის ბოლო 20 მეტრში განსხვავების შექმნა და თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია".

ეს კი იტალიური გამოცემის დოსიე ქართველი ბომბარდირის შესახებ - სახელი: გიორგი მიქაუტაძე; დაბადების თარიღი: 2000 წლის 31 ოქტომბერი; ეროვნება: ქართველი; პოზიცია: ცენტრალური თავდამსხმელი; კლუბი: "სერენი"; სათამაშო სტილით მსგავსება ფეხბურთელთან: მაურო იკარდი.