რამდენად რეალურია ლობჟანიძის ფენერბაჰჩეში ტრანსფერი?

24 აპრ 2022, 14:55
რამდენად რეალურია ლობჟანიძის ფენერბაჰჩეში ტრანსფერი?

Aspor-ის ინფორმაციით, "ფენერბაჰჩეს" ახალი სეზონისთვის სატრანსფერო სია უკვე შედგენილი აქვს და ის 11 კანდიდატი ჰყავს ამორჩეული, რომელთა დამატებას კლუბი ზაფხულში ეცდება.

აღნიშნულ ჩამონათვალში რვა ფეხბურთელი სუპერლიგიდანაა, ხოლო სამი მათგანი სხვა ქვეყნის ჩემპიონატში თამაშობს. სიაში მთავარ კანდიდატად საბა ლობჟანიძე წერია.

ქართველმა გარემარბმა სტამბოლელთა ყურადღება მიიპყრო თავისი კარგი თამაშით "ჰატაისპორის" შემადგენლობაში, რომელშიც მიმდინარე სეზონში 35 შეხვედრაში გაიტანა 8 ბურთი და გააკეთა 9 ასისტი.

რაც შეეხება ანტაკიელთა ვინგერის მოქმედ კონტრაქტს, ხელშეკრულება 2024 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი. შეგახსენებთ, "წითელ-მწვანეების" მე-11 ნომერი "ანკარაგუჯუდან" გადმოვიდა.