ოფიციალურად: პედრიმ ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა და ამ სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ
15 აპრ 2022, 15:28

ცნობილი გახდა კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური ნახევარმცველის, პედრი გონსალესის ტრავმის სიმძიმე.
19 წლის ფეხბურთელი ევროპა ლიგაზე "აინტრახტთან" (2:3) გამართული საპასუხო 1/4 ფინალური მატჩის შესვენებაზე შეცვალეს.
როგორც "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ოფიციალური საიტი იუწყება, პედრის მარცხენა ფეხის ბარძაყის უკანა კუნთი აქვს გაწყვეტილი.
Diario Sport-ის ცნობით, გამოჯანმრთელებას თვენახევარი დასჭირდება, ამიტომაც ახალგაზრდა ნახევარმცველისთვის სეზონი დასრულდა.
მიმდინარე სეზონში პედრიმ ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.