ოფიციალურად: რუდ ვან ნისტელროი ახალი სეზონიდან ერედივიზიის ერთ-ერთ წამყვან გუნდს გაწვრთნის

30 მარ 2022, 23:11
ოფიციალურად: რუდ ვან ნისტელროი ახალი სეზონიდან ერედივიზიის ერთ-ერთ წამყვან გუნდს გაწვრთნის

ახალი სეზონიდან, „პსვ-ს“ მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული ფორვარდი რუდ ვან ნისტელროი იქნება.

45 წლის ნიდერლანდელთან ეინდჰოვენმა კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.

ამჟამად, ნისტელროი „პსვ 2-ს“ წვრთნის, რომელთან ერთადაც სეზონს ჩაამთავრებს, შემდეგ კი მთავარ გუნდსაც ჩაიბარებს.

„მან იუნაიტედის“ და „რეალის“ ექს-თავდამსხმელი ამ თანამდებობაზე როგერ შმიდტს შეცვლის, რომელიც გუნდს ზაფხულში დატოვებს.