სელტას ფორვარდს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა ემუქრება

27 მარ 2022, 23:53
სელტას ფორვარდს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა ემუქრება

„სელტას“ ფორვარდ სანტი მინას 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Diario Sport-ის ინფორმაციით, ესპანელი ქალის გაუპატიურებაშია ბრალდებული, სასამართლო სხდომები 28, 29 და 31 მარტს გაიმართება.

პროკურატურის ვერსიით, 2017 წლის 16 ივნისს ბრალდებული ტავისი მეგობრის, დავიდ გოლდარის ფურგონში ჩაჯდა, სადაც ქალბატონიც იჯდა და უთხრა, რომ ის ძალიან მოსწონს და რომ მათ „რაღაც უნდა გააკეთონ“. დაზარალებულმა უარი თქვა, რის შემდეგაც მინა ჯერ მანქანიდან გადავიდა, შემდეგ კი დაბრუნდა და მასზე სექსუალურად იძალადა.

მომხდარის შედეგად ბრალდებული, როგორც აღინიშნება, დღემდე დეპრესიაში იმყოფება და ქრონიკული პოსტტრავმული აშლილობისგან იტანჯება.

პროკურატურა ითხოვს, რომ ფეხბურთელს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, დაზარალებულთან 10 წლით 500 მეტრზე ახლოს მიახლოვება აეკრძალოს და გამოსაცდელ ვადად კიდევ 10 წელი დაინიშნოს.