BREAKING: კლუბები შეთანხმდნენ - ვლაჰოვიჩის ტრანსფერის დადასტურდება დროის ამბავია

25 იან 2022, 16:15
BREAKING: კლუბები შეთანხმდნენ - ვლაჰოვიჩის ტრანსფერის დადასტურდება დროის ამბავია

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო Sky Sports-ზე დაყრდნობით წერს, რომ დუშან ვლაჰოვიჩი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება.

„იუვენტუსმა“ „ფიორენტინას“ სერბი ფორვარდის თაობაზე ოფიციალურად მიმართა და დაახლოებით 75 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ფლორენციული გუნდის თანხმობა მოჰყვა.

კლუბებს შორის ვერბალური შეთანხმება უკვე არსებობს და ახლა „იუვენტუსი“ ვლაჰოვიჩის კონტრაქტის მცირე დეტალებზე მუშაობს. გავრცელებული ინფორმაციით, ის გუნდთან 5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და წლიური ხელფასი 7 მლნ ევრო ექნება.

უახლოეს საათებში ყველაფერი საბოლოოდ მოგვარდება და ტრანსფერი ოფიციალურადაც დადასტურდება. 

მოკლედ, შეგვიძლია ვლაჰოვიჩი უკვე „იუვენტუსის“ ფეხბურთელად მოვიაზროთ, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ალვარო მორატას „ბარსელონაში“ გადასვლა დააჩქაროს.