მალავის მწვრთნელი: "თქვენ ის არ გინახავთ, როგორ რეცხავს სადიო მანე საცვალს და მის გაშრობას ბუქჩებზე გადაკიდებით ცდილობს"

25 იან 2022, 11:09
მალავის მწვრთნელი: "თქვენ ის არ გინახავთ, როგორ რეცხავს სადიო მანე საცვალს და მის გაშრობას ბუქჩებზე გადაკიდებით ცდილობს"

მალავის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარიო მარინიკამ აფრიკის თასის ორგანიზაცია გააკრიტიკა.

რუმინელმა სპეციალისტმა პირობები დაიწუნა და ორგანიზატორებს გარკვეული ნაკრებისადმი დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

„საუზმისთვის რძეც კი ვერ მივიღე, მეუბნებოდნენ რომ ის დამთავრდა და მხოლოდ ხვალ იქნება. ჩვენ მეორეხარისხოვანი ხალხივით გვექცევიან, თანამედროვე სამყაროში ეს უბრალოდ დაუშვებელი მიდგომაა.

თქვენ ის არ გინახავთ, როგორ რეცხავს სადიო მანე თავის საცვალს და მის გაშრობას ბუჩქებზე გადაკიდებით ცდილობს. გუნდებს განსხვავებულად ექცევიან, მსგავსი რამ ყველასთან არ ხდება. 

საჭმელი არ გვყოფნიდა, ამაზე საუბარი სულ იყო. მაგრამ, ერთიანები დავრჩით, თავდაუზოგავად ვშრომობდით და საბოლოოდ მშვენივრად გავართვით ყველაფერს თავი.“ - ციტირებს მარინიკის სიტყვებს ESPN.

მალავის ნაკრები მაროკოს ტურნირის მერვედფინალში დღეს, 25 იანვარს დაუპირისპირდება.