სევილია დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარსიალი მათი ფეხბურთელი გახდება

25 იან 2022, 01:33
სევილია დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარსიალი მათი ფეხბურთელი გახდება

„სევილია“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის, ანტონი მარსიალის იჯარაზე მუშაობას აგრძელებს.

როგორც ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იტყობინება, კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. კერძოდ, ინგლისური და ესპანური გუნდები ცდილობენ მოილაპარაკონ, მარსიალის ხელფასის ვინ რამდენ პროცენტს გადაიხდის.

ანდალუსიური გუნდის სასარგებლოდ ის მოქმედებს, რომ თავად ფრანგ შემტევს კარიერის გაგრძელება „რამონ სანჩეს პისხუანზე“ სურს, რადგან ფიქრობს, რომ 2022 წლის მუნდიალის წინ „სევილიაში“ საკმარის სათამაშო პრაქტიკას მიიღებს.

ამჟამად, „სევილია“ დარწმუნებულია, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მარსიალი მათ შემადგენლობაში გადაბარგდება.

ევროპაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა 31 იანვარს იხურება.