რამდენით დააკლდება ხელფასი რონალდუს, თუ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა?

25 იან 2022, 01:30
რამდენით დააკლდება ხელფასი რონალდუს, თუ იუნაიტედი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა?

იმ შემთხვევაში, თუ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერ ლიგის ამ სეზონის შედეგად ოთხეულში ვერ შევა, გუნდის ფეხბურთელებს ხელფასი დააკლდებათ.

The Athletic-ის ინფორმაციით, ხელმძღვანელობა ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლის შემთხვევაში ხელფასის 25%-ს მოაკლებს.

ამრიგად, მაგალითად კრიშტიანუ რონალდუს ხელფასი, რომელიც ამჟამად კვირაში 480 ათას ფუნტს იღებს, 360 ათასამდე შემცირდება.

თუ წლიურად შევხედავთ, მაშინ ამჟამად პორტუგალიელი დაახლოებით 25 მილიონ ფუნტს იღებს, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, ეს თანხა 18.7 მილიონამდე შემცირდება.

ამჟამად „მანჩესტერ იუნაიტედი“ 22 მატჩის შემდეგ 38 ქულით ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.