VIDEO: აფრიკის თასის 1/8-ფინალში კამერუნმა 2:1 მოუგო კაცნაკლულ კომორას, რომელსაც მთელი მატჩი კარში მცველი ეყენა

25 იან 2022, 01:25

აფრიკის თასის 1/8-ფინალში კამერუნის ნაკრებმა კომორის კუნძულებს მოუგო.

შეხვედრა იაუნდეში სტადიონ „პაულ ბიიაზე“ გაიმართა და კამერუნელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

მატჩის მე-7 წუთზე კორომას ნაკრები კაცნაკლული დარჩა - წითელი ბარათი ნახევარმცველმა ნაჯიმ აბდუმ მიიღო. 29-ე წუთზე ანგარიში კარლ ტოკო ეკამბიმ გახსნა, 70-ზე კი ვენსან აბუბაკარმა ტურნირის მასპინძელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა, მატჩის მიწურულს კი იუსუფ მ’ჩანგამამ სხვაობა შეამცირა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ კოვიდაფეთქების გამო კომორის კუნძულების შემადგენლობაში მთელი მატჩი კარში მოედნის ფეხბურთელმა - მცველმა ჩაკერ ალჰადურმა გაატარა. 

აფრიკის თასის ¼-ფინალში კამერუნის ნაკრები გამბიას დაუპირისპირდება.