"საუცხოო ფეხბურთელია, მაგრამ დე იონგის პროგრესს უშლის ხელს", - რონალდ დე ბურმა ბარსელონასთვის პრობლემური ფეხბურთელი დაასახელა

25 იან 2022, 01:16
"საუცხოო ფეხბურთელია, მაგრამ დე იონგის პროგრესს უშლის ხელს", - რონალდ დე ბურმა ბარსელონასთვის პრობლემური ფეხბურთელი დაასახელა

„ბარსელონას“ და ჰოლანდიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, რონალდ დე ბურმა, ფრენკი დე იონგის პერსპექტივებზე ისაუბრა.

„ბუსკეტსი საუცოო ფეხბურთელია, მაგრამ მას დაზღვევა სჭირდება. თუ მას დიდი სივრცის დაფარვა უწევს, პრობლემები ექმნება და ეს მთელ გუნდზე ისახება, მათ შორის - დე იონგზეც.

დე იონგი - მომავალია. ბუსკეტსის კარიერა დასასრულს უახლოვდება. ის ძალიან მიყვარს, მაგრამ ახალგაზრდა აღარ არის. ზოგჯერ, კლუბები და მწვრთნელები ზედმეტად ეკიდებიან ისეთ ფეხბურთელებს, რომლებსაც წასვლის დრო აქვთ.

მომავალი დე იონგს, გავის, პედრის, ნიკოს ეკუთვნით, ამ ბიჭებთან ერთად „ბარსელონას“ წარმოუდგენელი ნახევარდაცვა ეყოლება.

დე იონგი კვლავაც „ბარსელონას“ ფეხბურთელია, მაგრამ ახლა მე ვხედავ, როგორ გადაადგილდება ის მოედანზე, მექმნება შტაბეჭდილება, რომ ის ზედმეტად სუსტია. ის ვეღარ აჩვენებს იმ ენერგიას, რომელიც ადრე ჰქონდა ხოლმე. ის ცოტა დაკარგული მეჩვენება და ბედნიერიც ვერ არის.

მასზე შეიძლება მწვრთნელების მუდმივი ცვლაც ისახებოდეს. თანაც, ბუსკეტსი აგრძელებს იმ პოზიციაზე თამაშს, რომელიც დე იონგს ყველაზე მეტად უხდება.

ნგოლო კანტესთან ერთად, დე იონგი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ფრენკის უნივერსალურობა უნიკალურია: არცერთ სხვა ნახევარმცველს არ შეუძლია ასე თანაბრად კარგად თამაში როგორც „ექვსიანის“, ისე „რვიანის“ პოზიციაზე.“ - ციტირებს დე ბურის სიტყვებს El Pais.