VIDEO: მძიმე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება! ბარსელონას ბოლო წუთებზე ფრენკი დე იონგმა მოაგებინა

24 იან 2022, 01:50

ლა ლიგის 22-ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ალავესს“ ბრძოლაში მოუგო.

შეხვედრა „ესტადიო მენდისოროტაზე“ გაიმართა და კატალონიური გუნდის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე ფრენკი დე იონგმა ფერან ტორესის პასით გაიტანა და ხავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.

ამრიგად, „ბარსელონამ“ 35 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა, ლიდერი მადრიდის „რეალია“, რომელსაც 15 ქულით მეტი აქვს, თუმცა „ბარსას“ ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ლა ლიგაში შემდეგ შეხვედრას კატალონიელები 6 თებერვალს, „კამპ ნოუზე“ მადრიდის „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ გამართავენ.