VIDEO: სენსაციური მარცხი — მილანმა სან სიროზე სპეციასთან 95-ე წუთზე წააგო!

18 იან 2022, 00:18

იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურის ეგიდით, "მილანი" შინაურ კედლებში "სპეციას" დაუპირისპირდა და სენსაციური მარცხი იწვნია.

აღნიშნული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა - 1:2.

პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე, ტეო ერნანდესმა პენალტი გააფუჭა, თუმცა შესვენებამდე "როსონერი" რაფაელ ლეაოს გოლით მაინც დაწინაურდა.

"სპეციამ" წონასწორობის აღდგენა 64-ე წუთზე კევინ აგუდელოს ზუსტი დარტყმით მოახერხა.

საბოლოო შედეგი კი მოულოდნელი გამოდგა - ემანუელ გიასიმ "მილანს" მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-5 წუთზე გაუტანა და უმნიშვნელოვანესი ქულა დააკარგვინა.

სერია ა-ს სატურნირო ცხრილში სტეფანო პიოლის შეგირდები 48 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ "ინტერს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა "ნერაძურის" ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. "სპეცია" კი 22 ქულით მე-14 პოზიციაზეა.