"იმედია კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ", - ფიფამ კრიშტიანუ რონალდუ დააჯილდოვა

18 იან 2022, 00:17
"იმედია კიდევ 4-5 წელი ვითამაშებ", - ფიფამ კრიშტიანუ რონალდუ დააჯილდოვა

ფიფას მიერ მოწყობილ THE BEST-ის დაჯილდოვებაზე პრიზის გარეშე კრიშტიანუ რონალდუც არ დარჩა.

საერთაშორისო ორგანიზაციას არ გამორჩა, რომ 2021 წელს პორტუგალიელმა ყველა დროის სანაკრებო გოლების რეკორდი დაამხო და ირანელი ალი დაეის გადასწრების ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ამ ფაქტის აღსანიშნავად, ფიფამ რონალდუს სპეციალურად დამზადებული პრიზიც გადასცა, როგორც ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირს.

ამჟამად კრიშტიანუს ანგარიშზე 115 სანაკრებო გოლია.

„იმედი მაქვს, ფეხბურთის თამაშს კიდევ 4-5 წელი შევძლებ.“ - აღნიშნა პორტუგალიელმა პრიზის მიღების შემდეგ.