ვინ შეცვალა ლოკომოტივში ჭიაბრიშვილი? ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

17 იან 2022, 23:20
ვინ შეცვალა ლოკომოტივში ჭიაბრიშვილი? ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

თბილისის ლოკომოტივში მთავარი მწვრთნელის პოსტზე გიორგი ჭიაბრიშვილს მისი ასისტენტი ლაშა ჭაღიაშვილი შეცვლის.

“ლაშა ჭაღიაშვილი 2009-2010 წლების სეზონში ლოკომოტივში გელა სანაიას ასისტენტი იყო, 2010-2011 წლებში კი დუბლშემადგენლობას წვრთნიდა. მოგვიანებით, 2013 წლამდე, ჭაღიაშვილი ლოკომოტივის 17 წლამდე გუნდს ავარჯიშებდა, საიდანაც ქუთაისის ტორპედოში, დუბლების მთავარ მწვრთნელად გადაინაცვლა. 2014-2015 წლების სეზონში ლაშა ლოკომოტივში დაბრუნდა და მას შემდეგ ლოკოს სამწვრთნელო შტაბში მუშაობს. ბოლოს ის გიორგი ჭიაბრიშვილის ასისტენტი იყო”, - ამის შესახებ რკინიგზელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. 

მთავრობის მიერ ბეთინგ კომპანიებთან მიღებული გადაწყვეტილებების გამო ლოკომოტივის ბიუჯეტი შემცირდა, რის გამოც გუნდმა გიორგი ჭიაბრიშვილის და ფეხბურთელების უდიდესი ნაწილის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.

ეროვნული ლიგის გასულ სეზონში თბილისის ლოკომოტივი მე-5 ადგილზე გავიდა და ევროთასებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.